თქვენი საიმედო პარტნიორი
გაზრდილი ეკონომიკური კავშირების ძლიერი იმპულსის გავლენის ქვეშ დღევანდელ მსოფლიოში საბაზრო ეკონომიკა დომინირებს. განვითარებული ქვეყნები დიდ ყურადღებას აქცევენ პროდუქციის ზრდისა და ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს, ინვესტირების და განვითარების ოპტიმიზაციის პარალელურად. მნიშვნელოვანი, სწორად მიმართული მხარდაჭერა ეხმარება კომპანიებს მსოფლიოს მაშტაბით ბიზნესში წარმატების მისაღწევად გარდა ამისა, უამრავი ახალი ტექნოლოგია არ იქნებოდა მოთხოვნადი განვითარებად ქვეყნებში, მეცნიერებისა და ინჟინერიის ძლიერი ადგილობრივი პოტენციალის მხარდაჭერის გარეშე.
ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობის პროდუქტ-ებისა და საკვების, საწვავის, მადნების და კონცენტრატების, ფეროშენადნობთა, რეციკლირებული მეტალების, მეტალურგიულად კომპლექსური მასალების, პლასტმასების, მოწყობილობების, კონტეინერებისა და სხვა ტვირთების ინსპექტირებას.
ჩვენ ხელს ვუწყობთ ხარისხს, ვუზრუნველყოფთ რისკის შემცირებას, გეხმარებით დაზოგოთ დრო, ინვესტიცია და ძალისხმევა. ჩვენ ვინარჩუნებთ მიმართულ, პერსონალურ ყურადღებას კლიენტების მიმართ და ამავდროულად გულისყურით ვადევნებთ თვალს წამყვან ტექნოლოგიებს.
კომპანია უწყვეტად ზრდის მომსახურეობის მრავალფეროვნებას და სპექტრს. ნდობის და რეპუტაციის დასაცავად ჩვენთვის არსებითია გადაწყვეტილებათა და გაწეული მომსახურების მიუკერძოებლობა, კლიენტების კმაყოფილების უზრუნველყოფა, მარეგულირებელი და სააკრედიტაციო ორგანოების წესების შესაბამისობა.
ჩვენ მიზანი მომხმარებლისთვის დამოუკიდებელი და პროფესიული ხარისხის საინსპექციო მომსახურების უზრუნველყოფაა, რისი საშუალებითაც ისინი შემდგომ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ. აღნიშნულის მისაღწევად ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას რომ კლიენტებს შევთვაზოთ განსაკუთრებულად მორგებული, შესაძლო საგანგებო სიტუაციებისთვის წინასწარ განჭვრეტილი, სწრაფად ორგანიზებული და ხარისხიანი მომსახურება.
კომპანია საქმიანობს ფოთის და თბილისის ოფისებიდან. ჩვენი მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, უკრაინაში, თურქმენეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, რუსეთსა და ყაზახეთში.

აქტის ავთენტურობის შემოწმება

პროექტები

ჩვენ ვსაქმიანობთ შემდეგ ქვეყნებში:
საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი,
სომხეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, ბულგარეთი და რუმინეთი.

პარტნიორები

© 2010-2024 Globalins Ltd. All Rights Reserved. ვებდეველოპმეტი და დიზაინი GT-studio

ძებნა